კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩინოვნიკებს ხმის ამოღებას უკრძალავენ

15 თებერვალი, 2010

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამშრომლებს ჟურნალისტებთან ურთიერთობას უკრძალავს. ეს ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ გამგეობის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.

„გამგებელმა ჟურნალისტებთან ურთიერთობა და კომენტარების მიცემა კატეგორიულად აგვიკრძალა. თუ გაგიმხელთ ინფორმაციას სამსახურს დავტოვებ“, - გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურის დატოვება მოუწევს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ავთო მექვაბიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, და ამბობს, რომ  ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს თავისი მოსაზრება და თავად გადაწყვიტოს, გააკეთოს თუ არა კომენტარი ამა თუ იმ საკითხზე.

„ძალიან გთხოვთ, ამ თემაზე ნუღარ ვისაუბრებთ“, - გვითხრა გამგებელმა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, კომენტარისა და ინტერვიუს გაცემის რაიმე ფორმით აკრძალვა, ადამიანის კონსტიტუციური უფლების, კერძოდ, სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების  შეზღუდვაა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა  ოზერგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ამ მოტივით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები