კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდია 53-ე დღეა, შიმშილობს

16 თებერვალი, 2010

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის გლდანის მე-8 საპყრობილეს ტერიტოტიაზე არსებულ პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

სასჯელარსრულების დეპარტამენტის პრესცენტრში აცხადებენ, რომ ცოტნე გამსახურდია მშვიდად და მხნედაა. იგი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი უკვე 53-ე დღეა, შიმშილობს. მისი ადვოკატის, ქეთი ბექაურის თქმით, ცოტნე გამსახურდია ექიმების დახმარებაზე პრინციპულ უარს აცხადებს. იგი საკვებს არ ჭამს და მხოლოდ წყალს იღებს.

საკვების გარეშე ადამიანს ერთ თვემდე შეუძლია გაძლოს, უსმელ-უჭმელად კი მხოლოდ 7–10 დღის განმავლობაში.

ადვოკატის ცნობით, 13 თებერვალს ცოტნე გამსახურდია კომაში ორჯერ ჩავარდა, თუმცა ექიმების დახმარების გარეშე შეძლო მდგომარეობიდან გამოსვლა. პატიმრის კომაში ჩავარდნას სასჯელაღსრულების დეპარტამეტშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამსახურდია ექიმების მუდმივი მეთვალყურეპობის ქვეშაა.

15 თებერვალს განსასჯელის ადვოკატმა დეპარტამენტიდან გამოითხოვა დოკუმენტი, რომელიც გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას დაადასტურებს. დოკუმენტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელმა, გიორგი ბუთლიაშვილმა უნდა გასცეს. ადვოკატი, მისივე მოთხოვნით, საბუთს დაჩქარებული წესით, 18 თებერვალს, სასამართლო პროცესის დღეს აიღებს. სხვა შემთხვევაში, დოკუმენტი მოთხოვნიდან 10 დღის განმავლობაში გაიცემა.

ქეთი ბექაური არაა დარწმუნებული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ცოტნე გამსახურდია სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს. ამ მხრივ, ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია. თუმცა ბექაურის თქმით, ყველაფრის მიუხედავად, ცოტნე გამსახურდიას პროცესზე დასწრება სურს.

ცოტნე გამსახურდიას ბრალი მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აქვს წაყენებული. ასევე ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებას ითვალისწინებს.

ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი 18 თებრვალს, 13 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ანა შეშაბერიძე

ახალი ამბები