კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უგულავა საცოლეს თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე ანებივრებდა?

22 თებერვალი, 2010

თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა და „ხალხის პარტიის“ ლიდერმა, კობა დავითაშვილმა დედაქალაქის მერი გიგი უგულავა კორუფციაში დაადანაშაულა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

კობა დავითაშვილი: „ხელთა მაქვს დოკუმენტი, რომლის თანახმად, გიგი უგულავამ 2008 წლის 18 სექტემბერს ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან დეპუტატ გიორგი მელაძეს - 9.277 ლარი, იმავე წლის 24 ოქტომბერს კი თავის საცოლეს და მერიის აპარატის უფროსის მოადგილე ლელა კილაძეს 2 539 ლარი გადაურიცხა. მოპარული თანხის რაოდენობა, საერთო ჯამში, 10 ათას ლარს აღემატება.

ყველამ მშვენივრად იცის, რომ ლელა კილაძე დღეს უკვე გიგი უგულავას მეუღლეა, გიორგი მელაძე კი მისი პოლიტიკური გუნდის წევრი და მეგობარი. არ არსებობს ოფიციალური განმარტება, რისთვის და რატომ გადაერიცხათ დასახელებულ პირებს საბიუჯეტო თანხები. ეს არის უკანონო გადარიცხვა, რაზეც სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, „2008 წელს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის წევრები, თბილისის მერი გიგი უგულავა და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის იმდროინდელი მოადგილე ლელა კილაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ. ეს ვიზიტი მედიასაშუალებებით ფართოდ გაშუქდა. თანხა, რომელიც „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარემ დაასახელა, თბილისის მერიამ მაშინდელი თანამშრომლის სამივლინებო ხარჯების ფარგლებში გამოყო, რაც საჯაროდ აისახა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში“.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ 2008 წლის 24 ოქტომბერს გიორგი მელაძე აღარ მუშაობდა თბილისის მერიაში, ის უკვე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იყო და მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მერიას არ ევალებოდა.

გაზეთი „ყველა სიახლე“

წყარო: http://www.ambebi.ge/politika/16852-ugulava-sacoles-thbilisis-biujetis-kharjze-anebivrebda.html

ახალი ამბები