კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში ყაჩაღური თავდასხმები განახლდა

22 თებერვალი, 2010

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მცხოვრებ მოხუც დებს, ხარატებს 14 თებერვალს თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ.

თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 68 წლის ლეილა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. მის დას - 78 წლის ციალა ხარატს კი სახის არეში გამჭოლი ჭრილობა მიაყენეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებული ოზურგეთის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაშია მოათავსეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

როგორც ოჯახის ახლო ნათესავი ამბობს, დები სახლში მარტო ცხოვრობდნენ და ამიტომ მეზობლებმა მომხდარის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს შეიტყვეს. „ძარცვის კვალი არ ჩანს, ყაჩაღებს არაფერი არ წაუღიათ“, - ამბობს გარდაცვლილის ნათესავი.

2010 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კრიმინოგენური მგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მართალია, ამის შესახებ გურიის სამხარეო სამმართველოს პრესამსახურში კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ ფაქტები სწორედ ამ სამწუხარო რეალობას მეტყველებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის რწმუნებულს, ზურაბ მჟავანაძეს შეიარაღებული პირები თავს 7 იანვარს დაესხნენ. ცოტა ხნით ადრე კი ოზურგეთელი სტომატოლოგი საკუთარ კაბინეტში თანხის გამოძალვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღით ზურგში დაჭრეს.

ასევე ცოტა ხნის წინ ქალაქის ცენტრში მდებარე სამშენებლო მასალების მაღაზია გაძარცვეს. მეორე დღეს კი დღის საათებში ერთ-ერთი ექიმის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, საიდანაც ანტიკვარული ნივთები და ძვირადღირებული ტექნიკა გაიტანეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წვრილმანი ქურდობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები. დაზარალებულები პოლიციას მომხდარის შესახებ ხშირად არ ატყობინებენ, რადგან გამოძიების იმედი ნაკლებად აქვთ.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები