კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კობა დავითაშვილის საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა

22 თებერვალი, 2010

„ხალხის პარტიის“ ლიდერის, კობა დავითაშვილის საჩივარი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაიგზავნა. როგორც „პირველს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტიდან“ აცნობეს, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის შემდეგ ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიიდან კობა დავითაშვილის გატაცების ფაქტს.  გამტაცებლებმა დავითაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით კობა დავითაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით აღმოჩნდა.

როგორც ადვოკატები ლია მუხაშავრია და ნიკა კვარაცხელია აცხადებენ, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრის თანახმად, კობა დავითაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლია დარღვეული, კერძოდ, მე-2, მე-3, მე-5, მე-8, მე-10, მე-11, მე-13 და  მე-14 მუხლები.

კობა დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე მაშინვე აღიძრა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ობიექტურად გამოსაძიებლად და გასახსნელად უამრავი მოწმე და მტკიცებულება არსებობდა, გამოძიების შედეგები ორი წლის შემდეგაც უცნობია.

„ვითხოვ, ევროპის სასამართლომ დაადგინოს, რომ ჩემს მიმართ დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ზემოთჩამოთვლილი მუხლები, რაც შემდგომში საფუძვლად უნდა დაედოს ჩადენილი დანაშაულის საქმის ხელახალ, სრულ და მიუკერძოებელ გამოძიებას“,- აცხადებს დავითაშვილი.

დავითაშვილის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ დაიცავს.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები