კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანდერს ფოგ რასმუსენი: „ნატოს წევრობა საჩუქარი არ არის“

23 თებერვალი, 2010

22 თებერვალს ჯორჯსტაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატო უარს არ ამბობს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გეგმაზე, მაგრამ ამისათვის აქტიური რეფორმებია საჭირო. რასმუსენმა ასე უპასუხა ქართველი სტუდენტის კითხვას - რამდენად მალე შეძლებს საქართველო, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.
 
„ნატოს წევრობა საჩუქარი კი არ არის, არამედ, ეს პირველ რიგში, მკაცრ კრიტერიუმებთან შესაბამისობაა. ამ ქვეყნებმა უნდა გაატარონ რეფორმები და თანაც - არა მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში“, - განაცხადა რასმუსენმა.

მან სტუდენტებს შეახსენა, რომ ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს ნატომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, მაგრამ ეს პირველ რიგში თვითონ თბილისსა და კიევზე არის დამოკიდებული.

„საქართველო, ისევე როგორც უკრაინა, გახდებიან ნატოს წევრები, თუკი ისინი შეასრულებენ ყველა მოთხოვნას, რომლებიც მათ წაყენებული აქვთ, როგორც კანდიდატ ქვეყნებს. ეს მოთხოვნები მოიცავს საკითხებისა და პრობლემების ფართო სპექტრს. ეს საკითხები არა მხოლოდ თავდაცვის, არამედ სამოქალაქო და საზოგადოებრივ სფეროებსაც ეხება“, - აღნიშნა რასმუსენმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ ამჟამად ნატო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და უკრაინასთან, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების რეჟიმში.

უფრო ადრე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში, დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ახლო პერსპექტივაში, უკრაინა არ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ამავე დროს, როგოზინმა აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოებამ აღმოსავლეთით მიაღწია თავის ბუნებრივ საზღვრებს.

„ამ საზღვრებს იქით მოძრაობა არ შეიძლება. ეს გამოიწვევს რყევებს ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში“, - განაცხადა როგოზინმა.

„რია ნოვოსტის“ მიხედვით

წყარო: http://korrespondent.net/world/1049975

ახალი ამბები