კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატი გულგრილობისთვის პროკურორის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

24 თებერვალი, 2010

ადვოკატი თენგიზ ბეჟაშვილი გულგრილობისთვის სიღნაღის პროკურატურის პროკურორის დავით დუღაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

როგორც თენგიზ ბეჟაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა ლევან ხარატიშვილმა და ოთარ თოფჩიშვილმა 2010 წლის 1 იანვარს 23 წლის გურამ ბაგალიშვილი სასტიკად სცემეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თუმცა პროკურატურა სს საქმის შეწყვეტას გეგმავს. „ექსპერტიზას დააწერინეს პასუხი, რომ ცემის შედეგად ბაგალიშვილმა მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო, არადა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღით თავი სამ ადგილას ჰქონდა გატეხილი. პროკურორი საქმის მიმართ სრულ გულგრილობას იჩენს და პოლიციელებს მფარველობს“, - განაცხადა თენგიზ ბეჟაშვილმა.

ადვოკატის ბრალდებებზე სიღნაღის პროკურატურაში კომენტარი არ გააკეთეს.

სიღნაღის პროკურატურას ადამიანის უფლებების დამრღვევი პოლიციელების მფარველობაში ადანაშაულებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“.

როგორც უფლებადაცვით ორგანიზაციაში განაცხადეს, სიღნაღის პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად არაერთხელ გამოიყენეს და იარაღის გამოყენებით მოქალაქეებს სხეულის დაზიანებები მიაყენეს, რაზედაც პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს.

„ცოტა ხნის წინ, სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ დიღმელაშვილმა მოქალაქე გელა კუტიბაშვილი ისე სცემა, რომ მას 12 კბილი და ყბის ძვალი ჩაუმტვრია, რის შემდეგაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. კუტიბაშვილის არაერთი საჩივრის მიუხედავად, დიღმელაშვილი დააწინაურეს და რაიონული სამმართველოდან სამუშაოდ შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. ასევე ყველა მტკიცებულება არსებობს იმისათვის, რომ პროკურატურას პოლიციელები ხარატიშვილი და თოფჩიშვილი დაეკავებინა, თუმცა ამ ფაქტსაც უყურადღებოდ მოეკიდა“, - აღნიშნეს „ადამიანის უფლებათა ცენტრში“.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები