კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცოტნე გამსახურდია შიმშილობას აგრძელებს

1 მარტი, 2010

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის შუამდგომლობა, აღმკვეთი ღონისძიების თავდებით გათავისუფლებით შეცვლაზე. ამ გადაწყვეტილებას ადვოკატი ქეთი ბექაური აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას თავდებად ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი თეოდორე უდგებოდა.

1 მარტი ცოტნე გამსახურდიას შიმშილობის 66-ე დღეა. პატიმარი მხოლოდ წყალს იღებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამავე დროს, გამსახურდია ექიმებს წნევისა და სხეულის ტემპერატურის გაკონტროლების საშუალებას არ აძლევს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს მორიგე ექიმმა მაია მღებრიშვილმა აცნობა. თუმცა, humanrights.ge-სთან საუბრისას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. მათი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი არტერიული წნევა და სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. დეპარტამენტის პრესცენტრში უკვირთ, რატომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს განსასჯელი ექიმებს გასინჯვის საშუალებას არ აძლევს.

გასულ კვირაში სასამართლომ დაცვის მხარის16 შუამდგომლობა განიხილა. აქედან ნაწილი დააკმაყოფილა, რაც დამატებითი მოწმეების დაკითხვასა და ქიმიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას შეეხებოდა, ხოლო შუამდგომლობა მოსამართლისა და პროკურორის აცილებასა და აღმკვეთი ღონისძიების თავდებით გათავისუფლებით შეცვლასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის გაერთიანებასთან დაკავშირებით.

ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესს  თბილისის საპატიო მოქალაქე კოტე ჩოლოყაშვილი, ია ბაგრატიონ-მუხრანსკი, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი სოსო შატბერაშვილი და კონსერვატორი კახა კუკავა ესწრებოდნენ. ეს ადამიანებიც ასევე ითხოვენ გამსახურდიას თავდებით გათავისუფლებას.

ცოტნე გამსახურდია 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს. მას იარაღის უკანონოდ შეძენა - შენახვა - ტარება, მკვლელობის მცდელობა და ჯაშუშობა ედება ბრალად. ჯაშუშობის საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს.

ანა შეშაბერიძე

ახალი ამბები