კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინანდლის ბაღში დაცვის პოლიციამ ჟურნალისტი დააკავა და შეურაცხყოფა მიაყენა

2 მარტი, 2010

2 მარტს წინანდლის კომპლექსში დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის კოორდინატორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დააკავეს. კომპლექსის დაცვის უფროსმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაკავებამდე იარაღის მუქარით მას კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

„გასულ კვირას „კახეთის საინფორმაციო ცენტრმა“ წინანდლის მაცხოვრებლებზე დაყრდნობით  გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსახლეობა „სილქროუდ გრუპს“ დაუპირისპირდა. წინანდლის მაცხოვრებლებს ბაღის ტერიტორიაზე თანხის გადახდის გარეშე არ უშვებენ, არადა კომპლექსის იჯარით გაცემისას მთავრობა ადგილობრივებს დაპირდა, რომ ისინი ბაღში უფასოდ შევიდოდნენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომპლექსის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზნით წინანდალში ჩავედი. როგორც ჟურნალისტი ბაღის ტერიტორიაზე არ შემიშვეს. ბილეთი ავიღე და როგორც დამთვალიერებელი, ისე შევედი. დაცვის 8 თანამშრომელი ამედევნა და რამდენიმე წუთში გადაადგილება ამიკრძალეს. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა და ბილეთის ჩვენება მომთხოვეს. ამავე დროს, მამაკაცმა, რომელიც დაცვის უფროსად გამეცნო, თანამშრომლებს ჩემი დაკავების ბრძანება მისცა, რაც გავაპროტესტე და კომპლექსის პასუხისმგებელ პირთან შეხვედრა მოვითხოვე. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაცვის პოლიციელების ალყაში ვიყავი მოქცეული და გასვლას ვერ ვახერხებდი. დაცვის უფროსი უშვერი სტყვებით მაგინებდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით მემუქრებოდა. ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ მოვახერხე, რაც შემთხვევის ადგილზე კომპლექსის პასუხისმგებელი პირი მოვიდა, რომელმაც ვინაობა არ გაამჟღავნა“, - განაცხადა გელა მთივლიშვილმა.

დაკავების მომენტში ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ შს თელავის სამმართველოს და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას შეატყობინა, თუმცა უშედეგოდ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები