კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის პროკურატურამ საქართველოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

4 მარტი, 2010

რუსეთის ფედერაციის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, 2008 წელს ქართულმა მხარემ აკრძალული მეთოდები გამოიყენა. „აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ომის აკრძალული საშუალებებისა და მეთოდების, დამქირავებლობის, პირებსა და იმ დაწესებულებებზე თავდასხმის მუხლებით, რომლებიც საერთაშორისო დაცვით სარგებლობენ“, - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ მარკინმა.

მისივე მტკიცებით, უკვე დადასტურდა ქართველი სამხედროების მიერ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების მიმართ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევების მრავალრიცხოვანი ფაქტები. 

„ასევე, მივიღეთ მტკიცებულებები მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობებისა და გატაცებების, სამხედრო ტყვეების მიმართ გაუმართლებელი ძალადობის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მძიმე შეტევითი შეიარაღების, კასეტური საბრძოლო მასალებისა და 500-კილოგრამიანი საავიაციო ბომბების გამოყენების შესახებ“, - განაცხადა მარკინმა. 

მისივე მტკიცებით, „საქართველოს სამხედრო აგრესიის შედეგად, რომელიც არაფრით არ იყო პროვოცირებული“, რუსული სამშვიდობო ბატალიონის 10 მოსამსახურე დაიღუპა, 40 დაიჭრა, სრულად განადგურდა რუსული სამშვიდობო ძალების ინფრასტრუქტურა, რის შედეგედაც რუსეთის სახელმწიფო ქონება დაზარალდა. მარკინი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართულ მხარეზე უკრაინული ორგანიზაცია „უნა-უნსოს“ დაქირავებული წევრები იბრძოდნენ.

„მათ გადმობირებას, დაფინანსებას და სხვა მატერიალურ უზრუნველყოფას საქართველოს შსს-ს თანამშრომლები ახორციელებდნენ“, - აცხადებს მარკინი.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები