კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლარსთან პროვოკაცია საზღვრის გახსნის პირველივე დღეს დაფიქსირდა

4 მარტი, 2010

ყაზბეგის რაიონის მცხოვრების, ზაზა წიკლაურის ინფორმაციით, ლარსის სასაზღვრო პუნქტთან პროვოკაციის მცდელობა საზღვრის გახსნის პირველივე დღეს დაფიქსირდა. თუმცა, მედიის საშუალებებით ამის შესახებ არაფერი თქმულა.

ზაზა წიკლაურმა ამ პროვოკაციის თაობაზე 4 მარტს პარლამენტში „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და ექსპერტების შეხვედრისას ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, როგორც კი გაიხსნა სასაზღვრო პუნქტი, „მაშინვე მოადგნენ ოსები საზღვარს და მოითხოვეს გადაადგილება ვიზების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათი მხრიდან პუნქტის ჩაკეტვით დაიმუქრნენ“.

ზაზა წიკლაურის თქმით, სწორედ ამის გამო არ იყო მოქალაქეების მიმოსვლა ლარსის სასაზღვრო პუნქტზე 1 მარტს.

ზაზა წიკლაური დარწმუნებულია, რომ ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა არის რუსეთის ინიციატივა და ეს მოსკოვს პროვოკაციისთვის სჭირდება.

მისივე ინფორმაციით, იგეგმება ოსების შემოსვლა თრუსოს ხეობაში და განცხადებები, თითქოს ქართველებმა გაძარცვეს მათი სახლები და დაარბიეს.

ყაზბეგის რაიონის მკვიდრი ამბობს, რომ ეს არის გამორიცხული, რადგან თრუსოს ხეობა ოსებმა საკუთარი ნებით წლების წინ დატოვეს. აბსურდია საუბარი იმაზეც,  რომ მათი სახლები ყოფილიყო თუნდაც გასაძარცვი.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები