კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველომ აშშ-ში ლობისტური ფირმები დაიქირავა

10 მარტი, 2010

საქართველოს მთავრობამ იანვარში ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ ფირმასთან - Podesta Group-თან.

 კონტრაქტის მიხედვით, რომლის ღირებულება 300 ათასი აშშ დოლარია, ლობისტური ფირმა ვალდებულებას იღებს გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ლობირება აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე უზრუნველყოს მედიასთან დაკავშირებული სერვისები. ფირმის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ის ასევე ორგანიზებას გაუწევს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს აშშ-ის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან.

Podesta Group 1988 წელს ტონი პოდესტამ, მის ძმასთან ჯონ პოდესტასთან ერთად დააფუძნა. დღეს ტონი პოდესტა ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტად ითვლება, ხოლო მისი ძმა - ჯონ პოდესტა, ობამას გარდამავალი ადმინისტრაციის (პრეზიდენტად არჩევიდან ინაუგურაციამდე) თანათავმჯდომარე იყო.

ასევე იანვარში, საქართველოს მთავრობამ ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის რიჩარდ გეფჰართის ლობისტური ფირმა დაიქირავა, რომლეთანაც 436 800 აშშ დოლარიანი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ორივე კონტრაქტს საქართველოს ხელისუფლების სახელით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი აწერს ხელს.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები