კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" და „კავკასიის ქალთა ქსელი“ სტრასბურგის სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართავენ

10 მარტი, 2010

არასამთავრობო ორგანიზაციები „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ და „კავკასიის ქალთა ქსელი“ სტრასბურგის სასამართლოს მორიგი სარჩელით მიმართავენ, რომელიც ამჯერად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული თავდამსხმელების მიერ გორის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ქალბატონის გაუპატიურების ფაქტს ეხება.

დაზარალებულის მონათხრობის მიხედვით, ეთნიკურად არაქართული წარმოშობის ოთხი შეიარაღებული პირი მის სახლში 2008 წლის 13 აგვისტოს შეიჭრა და გააუპატიურა.

„ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ თვლის, რომ განმცხადებლის მიმართ დარღვეულია ევროკონვენციის რამდენიმე მუხლი, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები, რომელიც მთავრობას ვალდებულებას აკისრებს, დაიცვას ნებისმიერი პირი საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისაგან.

„მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დანაშაულის ჩადენის დროს საქართველო ვერ ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს კონფლიქტის ზონაში, ამ ფაქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო საომარ მოქმედებებამდე მოსახლეობის გაფრთხილებისა და ევაკუაციის გზით“, – განმარტავენ სარჩელის წარმდგენი ადვოკატები.

მათივე განცხადებით, ბრალდება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასაც აქვს წაყენებული. კერძოდ, 11-12 აგვისტოდან გორის რაიონის ქართულ სოფლებზე რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი ვრცელდებოდა და ამ უკანასკნელმა აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ვერ უზრუნველყო, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთის მხარეს ეკისრება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები