კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დვანელები სესხების აღებას ვერ ახერხებენ

10 მარტი, 2010

ფრონეს ხეობაში, კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფელ დვანში მცხოვრები მოქალაქეები მიკროსაფინანსო სესხების აღებას ვერ ახერხებენ.

პროექტს „მიკროდაფინანსება კონფლიქტით დაზარალებული რეგიონებისათვის“ აფინანსებს ევროკავშირი და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). პროექტის მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს მიკროდაფინანსება საქართველოს სამ რეგიონში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის, ქალებისთვის და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის; უზრუნველყოს ისინი ბიზნეს-ტრენინგებითა და კონსულტაციებით, რათა შეძლონ არსებული ბიზნესების უკეთ მართვა, სესხის აღება ან ახალი საქმიანობის წამოწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი, ეს ის სამი რეგიონია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ შეირჩა ამ პროექტის სამიზნე რეგიონებად, სადაც ყველაზე მეტად აისახა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგები და გაიზარდა იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი.

აღნიშნულ პროექტში ჩართულია 5 ბანკი, მათ შორის ბანკი „კონსტანტნა“, „ფინკა“ და ა.შ. დვანელები აცხადებენ, რომ ეს პროექტი მათზე ვერ ვრცელდება. ერთ-ერთი მაცხოვრებელი მივიდა ყველა ბანკში და მოითხოვა 500 ლარის სესხის აღება. ადგილზე განუცხადეს, რომ დვანელებისთვის სესხებს არ გასცემენ, რადგან უკონტროლო ტერიტორიაზე რისკს ვერ გასწევენ. ამ 500 ლარს დვანის მაცხოვრებელი პომიდორის მოყვანაში აპირებდა დაბანდებას, თუმცა იმედები გაუცრუვდა.

 
საბა წიწიკაშვილი, გორი 

ახალი ამბები