კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მმართველი პარტიის ლობირება ბიუჯეტის სახსრებით უკანონობაა“

11 მარტი, 2010

„2004 წლიდან დღემდე საქართველოს მთავრობამ ამერიკულ ლობისტურ ფირმებს
2. 62 მლნ ამერიკული დოლარი გადაუხადა. აქედან 1.67 მლნ დოლარი - აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში“, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი მათიას ჰუთერი.

საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტების დაქირავება 1991-1992 წლებიდან დაიწყო. 2002-2004 წლებში საქართველოს რკინიგზამ ლობირებაზე 785 000 ათასი ამერიკული დოლარი დახარჯა. ასევე ქართულმა მხარემ კომპანია „ორიონ სოლუშონსს“ 800 000 ამერიკული დოლარი გადაურიცხა. ამ კომპანიის მფლობელი ჯონ მაკეინის უფროსი მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითებში.

„გერჰარდტ გრუფ გავერნმენთ აფერსი“ საქართველოს ხელისუფლებამ 2008 წლის იანვარში დაიქირავა. კონტრაქტის ღირებულება მინიმუმ 436 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ასევე, 2008 წელს 500 000 ევრო „ასპექტ კონსალტინგმა“ მიიღო. ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რისი მოკვლევაც ამ ეტაპზე გავლენიანმა ორგანიზაციამ შეძლო.

ჯერჯერობით დაუდგენელია, რა თანხა გადაუხადეს შვედურ კომპანია „კრეაბს“, რომელიც 2004- 2007 წლებში სააკაშვილისთვის მუშაობდა და რომლის თავმჯდომარე 2006 წლამდე იყო კარლ ბილდტი - შვედეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი. დღეს „კრეაბი“ რუსეთს წარმოადგენს, კონკრეტულად კი - „გაზპრომს“.

მათიას ჰუთერის თქმით, გაუგებარია, რა თანხას უხდის საქართველოს მთავრობა ევროპელ ლობისტებს და კონსულტანტებს, რას ესადაგება მათ მიერ შესრულებული სამუშაო ქვეყნის თუ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს?

„ბევრი ორგანიზატორი ლობისტობისთვის  ფულს იღებს, მაგრამ არ ვიცით, ის საქართველოს ლობირებს თუ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს. სხვადასხვა მთავრობა და სახელმწიფო აფინანსებს ლობისტებს, ეს უკანონობა არ არის, მაგრამ პროცესები აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს. თუმცა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით პრეზიდენტს და მმართველ პარტიას თუ ლობირებენ, ეს უკვე უკანონობაა“, _ აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი.

ასევე, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ ფულს ხარჯავს საერთაშორისო რეკლამებზე, სხვადასხვა გაზეთსა თუ ტელევიზიაში, მაგალითად BBC, CNN და სხვა ცნობილ მედიასაშუალებებში.

შორენა ღლონტი

ახალი ამბები