კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმრების წამება გრძელდება

15 მარტი, 2010

ციხეში პატიმრების ცემის მიზეზი დირექტორის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი გახდა. 

2006 წელს სახალხო დამცველს სამმა პატიმარმა მიმართა განცხადებით, რომ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მათზე ფიზიკური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა.  მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მითითებამ, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორებულიყო, შედეგი არ გამოიღო. პატიმრების წამება დიდხანს გრძელდებოდა. ერთ-ერთ პატიმარს ცემის დროს კბილები ჩაუმტვრიეს. თუმცა, შემდეგ, კვალის დასაფარად, ახალი კბილები ჩაუსვეს.

2009 წელს სოზარ სუბარმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მონიტორინგში ჩართვა სთხოვა. ცენტრის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის საქმეში ჩართვის შემდეგ, ორი პატიმარი ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, რის გამოც მათი მონახულება გართულდა. დღესდღეობით ქუთაისში სამიდან ერთი პატიმარი, ვაჟა გეგენავა იმყოფება, ერთი ცოტა ხნის წინ დააბრუნეს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში, სადაც მესამე პატიმარი იხდიდა სასჯელს. 6 მარტს ორივენი (რუდიკ ოვაკიმიანი და იმედა ბუთხუზი) გადაიყვანეს სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში, სადაც ციხის დირექტორი, გოგა კიკნაველიძე მათ მუშტებითა და გინებით დახვდა.

პატიმრებმა დირექტორის წინააღმდეგ კიდევ ერთი განცხადება შეადგინეს და გადასცეს ნინო ანდრიაშვილს, რომელმაც თავის მხრივ, დოკუმენტის რეგისტრაციისათვის ციხის ადმინისტრაციას მიმართა. პატიმრები სახალხო დამცველის რწმუნებულმაც მოინახულა და მათი სხეულზე არსებული დაზიანებები დაადასტურა. 

ნინო ანდრიაშვილის თქმით, საპყრობილის დირექტორმა განცხადების გაცნობის შემდეგ შეიძლება კიდევ მიაყენოს ფიზიკური შეურაცხყოფა პატიმრებს.

ამჟამად, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი საჩივარს შეიტანს მთავარ პროკურატურაში, სადაც საქმე 2006 წლიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე არის აღძრული.

ანა შეშაბერიძე

ახალი ამბები