კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ-ის ელჩის კომენტარი „იმედის“ გამოგონილ ამბავზე

15 მარტი, 2010

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, 14 მარტს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დადგმული სიუჟეტი იყო „უპასუხისმგებლობა“, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების რეალური პრობლემების მოგვარებას ხელს არ უწყობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ საუბრისას, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს დადგმული ამბავი „უაღრესად შემაშფოთებელი“ იყო იმ ხალხისთვის, „რომლებიც ვერ გაერკვნენ, ეს სიმართლე იყო, თუ მოგონილი“.

„ჩემი აზრით, ეს იყო საკმაოდ უპასუხისმგებლო“, - განაცხადა მან, - „ეს არ არის ის, რასაც ჩვენ პროფესიონალური ჟურნალისტიკის სტანდარტებად მივიჩნევთ“. „მე არ მგონია, რომ ამ სახის გადაცემები - თუნდაც მას მითითებული ჰქონოდა, რომ ის გამოგონილია - ამ კონკრეტულ მომენტში იყოს ხელისშემწყობი საქართველოს წინაშე მდგომი უსაფრთხოების რეალურ საფრთხეებთან და პრობლემებთან გასამკლავებლად“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში აშშ-ის ელჩი მიწვეული იყო ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე სასაუბროდ.

ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაც მოხსენებამ საქართველოსთან მიმართებაში გამოავლინა არის ის, რომ არ ხდება კანონის გამოყენება ყველასთვის „თანაბრად და თანმიმდევრულად“.

„მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც საქართველოს პროგრესი ესაჭიროება“, - განაცხადა ელჩმა.

„საქართველოს უდიდეს გამოწვევად ახლა რჩება გარდამავალი პროცესის დასრულება, რათა ის მომწიფებულ დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, სადაც არა მარტო სამართლებრივი ჩარჩო და დემოკრატიული ინსტიტუტებია, არამედ დემოკრატიის კულტურაც“, - განაცხადა ბასმა.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები