კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „იმედის“ წინააღმდეგ საჩივრებს ამზადებს

16 მარტი, 2010

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ 2010 წლის 13 მარტს, 20:00 საათზე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ გასული სიუჟეტი არღვევს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონსა და საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს.

ქრონიკა 20:00 საათზე მაყურებელს მოუთხრობდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში დისლოცირებული რუსეთის რეგულარული არმიის დაგჯგუფებისა და სატანკო ბატალიონის მიერ გამოცხადებული სრული სამხედრო მზადყოფნის, მათ მიერ გეზის დედაქალაქისაკენ აღების ალბათობის, ქვეყნის სხავადასხვა ქალაქებში არსებული პანიკის, მაღაზიებში და ბენზინგასამართ სადგურებში არსებული რიგების შესახებ. „საომარი ამბების“ ქრონიკა, ყოველგვარი გამაფრთხილებელი წარწერის გარეშე, დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა, რამაც მაყურებელს შეუქმნა იმის განცდა, რომ იმედის ეთერში რელურ ახალ ამბებს ისმენდნენ.

საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ - პოლიტიკურ გადაცემებში დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან, ან ნათლად უნდა განმარტოს, რომ ეს არის დადგმა ან ინსცენირება. დოკუმენტური ან რეალური ფაქტების ყოველი სამაუწყებლო რეკონსტრუქცია უნდა იყოს ნათლად მითითებული“.

გადაცემა „ქრონიკა“ საინფორმაციო გადაცემაა და მისი ძირითადი მიზანი ახალი ამბების გაშუქებაა. გარდა ამისა, 2010 წლის 13 მარტის 20:00 საათზე გასული გადაცემა ეხებოდა თემას, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. საიას აზრით, ეს ორი გარემოება საკმარისი იყო იმისათვის, რომ ტელეკომპანია „იმედს“ დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებისგან თავი შეეკავებინა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში  განაცხადა, რომ „ჟურნალისტის „მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების“ განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ფაქტორია პუბლიკაზე პოტენციური ზეგავლენა და საზოგადოდაა აღიარებული, რომ აუდიოვიზუალურ მედიას ხშირად უფრო  სწრაფი და ძლიერი ეფექტი აქვს, ვიდრე ბეჭდურ მედიას“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობას, რაც შეიძლება გულისხმობდეს  დადგმებისა და ინსცენირების გამოყენებასაც. თუმცა, ელექტრონული მედიის ზეგავლენის მასშტაბიდან გამომდინარე და იმ ზიანის გათვალისწინებით, რაც შეიძლება მედიამ  ამ გავლენის პირობებში საზოგადოებას მიაყენოს, მოუწოდებს ჟურნალისტებს, დაიცვან ეთიკური სტანდარტები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამზადებს საჩივრებს შესაბამის ორგანოებში წარსადგენად, 13 მარტს, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით.

გელა მთივლიშვილი

ახალი ამბები