კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოქალაქეები მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრას ვერ ახერხებენ

17 მარტი, 2010

სოციალურად დაუცველი ადამიანები მუნიციპალიტეტების გამგებლებთან შეხვედრას ვერ ახერხებენ. გამგებლები მოქალაქეებს ოფიციალური მიღების დღეებშიც კი არ იღებენ.

სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები ფლორა ბაჭაძე სამი კვირაა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრას უშედეგოდ ცდილობს.

„გამგებელს მოქალაქეთა მიღება სამშაბათობით აქვს. სამი კვირაა დავდივარ და მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. რამდენჯერაც მივედი, იმდენჯერ მითხრეს, რომ სამსახურში არ არის. ადგილზე არც მისი მოადგილეები არიან. ძალიან გაჭირვებული ვარ. ჩემი ძმა საოპერაციოა და მინდა, ერთჯერადი ფინანსური დახმარება გამიწიონ. მეუბნებიან, განცხადება დაწერე და დატოვეო, მაგრამ ვიცი, რომ თუ გამგებელს პირადად არ შეხვდი და პრობლემა არ აუხსენი, განცხადებას სანაგვე ყუთში მოისვრიან“, - აღნიშნა ფლორა ბაჭაძემ.

მუნიციპალიტეტის გამგებლების მისაღებში ყოველ სამუშაო დღეს უშველებელი რიგები დგას.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები