კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ყვარლის გამგებელი ჟურნალისტისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

17 მარტი, 2010

ყვარლის მუნიციპალიტეტის  გამგებელი ლევან  გამსახურდია  იმ ჟურნალისტური გამოძიების სახელწოდებას აპროტესტებს, რომელიც მოქალაქე სოლომონ ხახუტაშვილისთვის მიწის ნაკვეთის წართმევის საქმეს ეხება. გამგებელი  ითხოვს, გამოძიების ავტორმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

„სასულიერო  პირების მსგავსი ეპითეტებით (ანაფორიანი ფეოდალი) მოხსენიება არაკორექტული, შეურაცხმყოფელი და მიუღებელია საზოგადოებისთვის. აღშფოთებულები ვართ, რომ  ეს გაბედეთ. ვინც წერილს ეს სათაური დაარქვა, ბოდიში მოიხადოს“, - განუცხადა ყვარლის  გამგებელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ჟურნალისტური  გამოძიება „ანაფორიანი  ფეოდალი“ ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სტუდია „მონიტორისთვის“  მოამზადა. გამოძიების მიხედვით, ოფიციალურად სოლომონ ხახუტაშვილმა მიწის ნაკვეთი ნეკრესის ეპარქიას აჩუქა. ფაქტები  კი იმაზე მიუთითებს, რომ ეპარქიის წინამძღვრის დავალებით, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა და პროკურატურამ მას ეს ქონება შანტაჟის გზით წაართვეს.

გამოძიების  ავტორის თქმით, ყვარლის  მუნიციპალიტეტის გამგებელს არავინ ჰკითხავს, ჟურნალისტი სტატიას რას დაარქმევს.

„ეს არ არის მისი მხრიდან პირველი შემთხევვა, როცა გამგებელი ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევას ცდილობს. გამსახურდიას ურჩევნია იმ საქმეებს მიხედოს, რაც მის კომპეტენციაში შედის და უსაფუძვლო განცხადებების გავრცელებაზე დროის ხარჯვის ნაცვლად, სტიქიით დაზარალებულ ხალხს ყურადღება მიაქციოს “, - აღნიშნა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები