კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „იმედის“ სიუჟეტით დაზარალებულ მოსახლეობას სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს

18 მარტი, 2010

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, 2010 წლის 13 მარტს, 20:00 საათზე გასული სპეციალური სიუჟეტით დაზარალებულ მოსახლეობას უფასო სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს. „სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ზიანს მიაყენებს, ვალდებულია მას ეს ზიანი აუნაზღაუროს“, - განმარტეს საია-ში.

„გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ინფორმაცია (ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები) აღნიშნული გადაცემის შედეგად დაზარალებული პირების შესახებ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tgurchiani@gmail.com ან მოაკითხოთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრებს“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, 13 მარტს გასული სპეციალური „ქრონიკის“ შემდეგ, ქვეყნის სხავადასხვა ქალაქებში პანიკა იყო, მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებში რიგები იდგა, მკვეთრად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების რიცხვმა. რამდენიმე ადამიანის, მათ შორის, მცირეწლოვანი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტელეკომპანიის ეთერით გასული სიუჟეტით მიღებული შოკის ფონზე, გარდაიცვალა მანდილოსანი.

„ქრონიკის“ „მოდელირებულ გამოშვებაში“ 2010 წლის 7 ივნისის მოვლენები ისე იყო წარმოდგენილი, თითქოს ოპოზიციამ არჩევნები წააგო, აჯანყდა, ამით რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსია განახორციელა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებ. ტელეკომპანია „იმედის“ ვერსიით, ოპოზიციის ნაწილი რუსეთს საქართველოს ანექსიაში დაეხმარა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები