კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხის შესწავლას ითხოვს

19 მარტი, 2010

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს საარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხს შესწავლას სთხოვს. ასოციაცია „ახალი მემარჯვენეებისა“ და „კონსერვატორების“ სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციურ სარჩელს 19 მარტს შეიტანს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კოდექსის 761-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომელიც საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას შესაძლებლობას აძლევს, გამოიყენოს: საქართველოს ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციის შენობა, საკომუნიკაციო საშუალებები, საინფორმაციო მომსახურების და სხვადასხვა სახის ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტი საჯარო მოსამსახურეს შესაძლებლობას აძლევს, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, სამსახურებრივი ავტომანქანა გამოიყენოს.

„მიგვაჩნია, რომ მოცემული მუხლები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებას. სადავო ნორმები ახდენენ საჯარო სამსახურის პოლიტიზაციას, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ადმინისტრაციული რესურსების მმართველი პარტიის ან პარტიათა იმ მცირე ჯგუფის სასარგებლოდ გამოყენებას, რომელსაც ამგვარ რესურსზე ხელი მიუწვდება. ეს გარემოება კი სხვა საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, რაც თანასწორობის პრინციპს არღვევს. საკონსტიტუციო სასამართლოს რეალურად აქვს შესაძლებლობა, დადებითი გავლენა მოახდინოს არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის შეცვლაზე. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ განუხილავს საარჩევნო უბანში დამონტაჟებული ვიდეოთვალის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მას 2008 წლის 13 მაისს მივმართეთ. მიგვაჩნია, რომ კანონით დადგენილ ვადაში კონსტიტუციური სარჩელების განუხილველობა, აზრს დაუკარგავს აღნიშნულ სამართლებრივ მექანიზმს“, - აღნიშნავენ საია-ში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები