კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„მოდელირებული ქრონიკა“ „აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ტყუილების“ ათეულში პირველი აღმოჩნდა

19 მარტი, 2010

გაზეთი TIME „შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულს“ აქვეყნებს, სადაც პირველი ადგილზე 13 მარტის „მოდელირებული ქრონიკა“ აღმოჩნდა.

გამოცემის რედაქციის შენიშვნაში ნათქვამია, რომ გავლენიანმა ამერიკულმა  გამოცემამ  „შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულის“ შედგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც  ტელეკომაპანია „იმედით“ გასულ „ქრონიკას“ საქართველოში პანიკა მოყვა.

„საქართველოს მოსახლეობამ მძიმე შოკი მას შემდეგ განიცადა, რაც ხელისუფლების გავლენის მქონე ტელეარხმა „იმედმა“ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 თვის შემდეგ მათ რუსული არმიის საქართველოში განმეორებით შემოჭრა აცნობა. ამ ექსცენტრიული ტყუილის პატივსაცემად TIME-მა ისტორიაში ყველაზე აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი ტყუილების ათეული შეადგინა“, - ნათქვამია რედაქციის შენიშვნაში.  

„შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულში“ „მოდელირებული ქრონიკა“ ისეთ მოვლენებს უსწრებს, როგორიც არის: 1999 წელს ცენტრალური ორეგონის შტატის რადიოეთერით გავრცელებული ინფორმაცია კაშხალის დანგრევის შესახებ, რამაც თითქოს წარმოუდგენელი წყალდიდობა გამოიწვია. ასევე - 1938 წელს ორსონ უელსის რადიოადაპტაციაც, რომლის მიხედვითაც, დედამიწაზე აგრესიული უცხოპლანეტელები გამოჩნდნენ.

ათეულში შევიდა, აგრეთვე, აშშ-ში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ეშლი ტოდის ტყუილი, რომ მას აიძულებდნენ, ჯონ მაკკეინისთვის ხმა მიეცა. როცა  პოლიციამ საქმის ძიება დაიწყო, გაირკვა, რომ ტოდი ფსიქიკურად ჯანმრთელი არ იყო.

ამავე ნუსხაში მოხვდნენ თვითმარქვია „ანასტასია რომანოვები“. რამდენიმე ქალი ამტკიცებდა, რომ რუსეთის უკანასკნელი იმეპრატორის, ნიკოლოზ II-ს უმცროსი ქალიშვილია. ცრუ „ანასტასიებიდან“ TIME ანა ანდერსონს გამოყოფს, რომელმაც თითქმის მიაღწია რომანოვების სახლის აღიარებას. 

ათეულში მოხვდა ისტორია, რომელიც 2009 წელს კოლორადოში მოხდა. მთელი მსოფლიო „ეი-ბი-სის“ ეთერით თვალს ადევნებდა 6 წლის ბიჭის ისტორიას, რომელიც თითქოს ჰელიუმით სავსე საჰაერო ბურთმა გაიტაცა. ბიჭი სინამდვილეში სახლის სხვენში დამალული აღმოაჩინეს.

„შოკისმომგვრელ სიცრუეთა ათეულს“ ასრულებს 1814 წელს, ნაპოლეონ  ბონაპარტეს სიკვდილის შესახებ, ინგლისში კოლინ დე ბორგის მიერ გავრცელებული ცნობა. ამ ცნობას ინგლისში ზეიმი მოყვა, რადგან ბონაპარტეს გარდაცვალება ომის დასრულებას ნიშნავდა. ინგლისელთა სიხარული მას შემდეგ დასრულდა, რაც გაირკვა, რომ ნაპოლეონ ბონაპარტე ცოცხალი იყო.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები