კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გერმანია საქართველოში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტაში აქტიურად ერთვება

24 მარტი, 2010

გერმანია საქართველოში არსებული კონფლიქტების გადაწყვეტაში აქტიურად ერთვება. როგორც „პირველს“ ტერიტორიული მთალიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განუცხადა, „გერმანიამ გადაწყვიტა, კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების საქმეში არასამთავრობო ფონდების, მათ შორის BOSCH-ის მონაწილეობით ჩაერთოს“.

„რამდენიმე კვირის წინ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიწვევით მე, კობა სუბელიანი, პაატა დავითაია და შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორები - ის ხალხი, ვისაც კონფლიქტებთან როგორც სამართლებრივი, ისე ფიზიკური კუთხით შეხება გვაქვს, გერმანიაში ჩავედით. ჩვენ შეხვედრები გვქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინიტროებში, კანცლერის აპარატში, ფონდებში, ასევე შევხვდით ექსპერტებს, მათ შორის - დიტერ ბოდენს. სწორედ ეს შეხვედრები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში გერმანიის ინტერესი და სურვილი საკმაოდ დიდია. გერმანული მხარე დარწმუნდა, რომ ჩვენი გეგმა რეალურია და ის არ შეიძლება, არ მოეწონოთ აფხაზებს, თუ ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში დამოუკიდებლები იქნებიან“, - განაცხადა მალაშხიამ, რომლის განმარტებით, ამ ეტაპზე გერმანიის მხრიდან საუბარია არა რაიმე სახის კონკრეტულ წინადადებებზე, არამედ  იმაზე, თუ როგორ ხედავს თავად ქართული მხარე სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში კონფლიქტების გადაწყვეტას და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობას.

მისივე თქმით, ივნისის ბოლოსთვის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ყველა პროექტის განხორციელების გეგმა უკვე კონკრეტულად იქნება გაწერილი: „ამ დოკუმენტის განხორციელება ჩვენზე დამოკიდებული აღარ იქნება. ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ ეს გეგმა გაწერილი გვაქვს. ამის შემდეგ უკვე ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტოთ. მარტო ჩვენზე ეს აღარ არის დამოკიდებული. ხოლო ვინ იქნება ამ გეგმის განხორციელებაში შუამავალი, ქართული მხარისთვის მნიშვნელობა არ აქვს“.

რაც შეეხება სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში გერმანულ ფონდ BOSCH-ის წარმომადგენლის, საქართველოსა და რუსეთში კარგად ცნობილი გერმანელი დიპლომატის დიტერ ბოდენის ჩართვას, რომელიც საქართველოს კონფლიქტების დარეგულირებაზე ჯერ კიდევ 200-2001 წლებში მუშაობდა, როგორც მალაშხია აცხადებს, გერმანიაში ვიზიტისას მას ძირითადად პაატა დავითაია შეხვდა და შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით შემუშავებული სტრატეგია იყო.

„ბოდენის გეგმის დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან მაშინ ის არც ქართულმა და არც აფხაზურმა მხარეებმა მიიღეს. გარდა ამისა, დღეს სულ სხვა რეალობაა, როგორც სამართლებრივად, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დამატებითი ტერიტორიებია დაკარგული, სამართლებრივად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე მაშინ იყო", - აღნიშნავს მალაშხია, რომელიც მნიშვნელოვანს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ამ პროცესში ჩართვას BOSCH-ის ფონდიც აპირებს.

საინფორმაციო სააგენტო "პირველი"

ახალი ამბები