11:25, Sunday, 15.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თქვენ ითხოვეთ დენი და მოგეცათ დენი! - სააკაშვილი მარნეულში მესიასავით ლაპარაკობდა

24.03.2010
ამბობენ, ადამიანი სადაც არ უნდა წავიდეს თავისი ცოდვები მუდამ თან დაჰყვებაო, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში ასე არ ხდება. მარნეულში აზერბაიჯანელი მოსახლეობისთვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად მისულ პრეზიდენტს გზად არც შვილმკდარი მამები და არც საკუთრებაჩამორთმეული ადამიანები დახვედრიან.

მარნეული ის შემთხვევაა, სადაც პრეზიდენტის ჩამოსვლისთვის ადგილობრივი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელებს მოქალაქეების ხვეწნით მიყვანა არ უწევთ. აქ ხალხი თვითონაც მიდის და უხერხულობას ტაშის დაკვრაც არ უქმნით.

„თქვენ გახსოვთ, როგორი იყო აქ ცხოვრება ჩემი პრეზიდენტად არჩევის დროს. დიდი ამოცანების წინაშე ვიდექი! მარნეულს არ ჰქონდა დენი. თქვენ ითხოვეთ დენი და ახლა უპრობლემოდ მარაგდება აქაურობა“, – ასე მიმართა პრეზიდენტმა თავშეყრილ ადამიანებს.

მას შემდეგ, რაც მოსახლეობას აზერბაიჯანულად დღესასწაული მიულოცა, სააკაშვილი სხვა „საჩუქარზეც“ გადავიდა: „მე მინდა, იცოდეთ, რომ წლევანდელი წლიდან ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში  აზერბაიჯანელმა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა გამარტივებული პროგრამით ჩააბარონ, რათა არ მოგიწიოთ საქართველოდან წასვლა, რათა ჩააბაროთ ყოველგვარი პროტექციის, ქრთამისა და ჩაწყობის გარეშე!“

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლები ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს გაზაფხულისა და ახალი კალენდრის დასაწყისად, დღისა და ღამის გათანაბრებად და ახალ წელიწადად  მიიჩნევენ.

მარნეულში ჩასაულმა პრეზიდენტმა „ვარსკვლავთბიჭუნას“ როლი კარგად მოირგო. გამოსვლა არაერთხელ შეაწყვეტინეს შეძახილებით: „მიშა! მიშა!“ ზოგჯერ კი მის გვერდით მდგომი ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე კი საუბარს აწყვეტინებდა: „ეს წინადადება ვთარგმნოთ?“

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC