კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტიქია ზესტაფონის რაიონში სოფლებს საფრთხეს უქმნის

29 მარტი, 2010

მარტის პირველ ნახევარში რამდენიმედღიანმა უამინდობის შემდეგ ზესტაფონის რაიონის ორ სოფელში - კვალითსა და წიფლავაკეში მეწყერსაშიში ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.

სოფელ წიფლავაკეში ცენტრალურ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი 15 ოჯახს საფრთხეს უქმნის. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით, 2009 წელს მეწყერსაშიშ ზონებში გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებიდან 8 000 ლარი გამოიყო; თუმცა ეს სამუშაოები საკმარისი არ აღმოჩნდა. მოსახლეობა კვლავ საფრთხის წინაშეა. გამაგრებითი სამუშაოები თუ დროზე არ დაიწყო, 350 ოჯახი (ორი სოფელი) რაიონის ცენტრს მოწყდება.

ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში მეწყერმა საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სამსულიანი ოჯახი დროებით ალტერნატიული საცხოვრებლით ისარგებლებს.

„არც კი ვიცით, რა უნდა ვქნათ. თუ არავინ დაგვეხმარა, სტიქიას წინ როგორ აღვუდგებით?! სახლის კედლები გახსნილია და შიგ ცხოვრება აღარ შეიძლება. ჩვენ კი სხვაგან წასასვლელიც არსად გვაქვს“, - ამბობს სახლის მეპატრონე გივი გეწაძე.

მეწყერსაშიშ ზონაში კიდევ ორი სახლი მოექცა. ამ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება.
  
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებით, გამაგრებითი სამუშაოების შესასრულებლად თანხები ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ხარჯებიდან გამოიყოფა. თუმცა, საქმისთვის ეს თანხებიც არ იქნება საკმარისი, თუ დახმარება ცენტრალური ხელისუფლებიდანაც არ მიიღეს.


                                                        თამთა კაკაურიძე

ახალი ამბები