კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსკოვი 29 მარტის ტერაქტებში ქართულ კვალს არ გამორიცხავს

1 აპრილი, 2010

მოსკოვი 29 მარტის ტერაქტებში ქართულ კვალს არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

„ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ საქართველოს სპეცსამსახურების ზოგიერთ წარმომადგენელს კონტაქტები ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით ჩვენ ეს ვერსიაც უნდა გადავამოწმოთ“, - აღნიშნა პატრუშევმა.

მისივე განმარტებით, „ტერაქტებში ქართული კვალის შემოწმება აუცილებელია, რაკიღა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არაპროგნოზირებადია და ერთხელ უკვე გააჩაღა ომი. გამორიცხული არ არის, კიდევ გაიმეოროს“.

აღსანიშნავია, რომ დღემდე მოსკოვში საგამოძიებო ორგანოების მიერ გაკეთებულ განცხადებებში ქართული ვერსია ნახსენები არ ყოფილა. ნათქვამი იყო, რომ განიხილებოდა ე.წ. კავკასიური კვალი.

მოსკოვის  მეტროპოლიტენის სადგურებში  „ლუბიანკასა“ და „კულტურის პარკში“  აფეთქება 29 მარტს, ადგილობრივი დროით, 07:52 და 08:32 საათებში მოხდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 39 დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.  დაშავებულთა რაოდენობამ კი 65 შეადგინა.

მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალებმა განახორციელეს, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიიდან იყვნენ. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, მოსკოვის აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჩეჩენმა ტერორისტებმა აიღეს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები