კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მთავრობის სატელევიზიო რეკლამასთან კავშირს უარყოფს

1 აპრილი, 2010

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (Transparency International) საქართველოს მთავრობის საერთაშორისო სარეკლამო კამპანიასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. სარეკლამო რგოლში, რომელიც BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა, საქართველო ნახსენებია, როგორც „მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით“. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ასეთი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

„ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ დაყრდნობით გაკეთდა. რეკლამაში არასწორად არის ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემები. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მზადაა, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას, რათა ამ ორგანიზაციის ხელთ არსებული მონაცემები და შეფასებები სწორად იქნას გამოყენებული საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყნის მიღწევების ასახვისას“, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები