ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამოკითხულთა 49% აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
ასეთი შედეგები აჩვენა კითხვამ: „მომდევნო კვირას რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს, მისცემიდით თუ არა ხმას“.
გამოკითხულთა 49%-მა თქვა, რომ არჩევნებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, სავარაუდოდ დიახ – 29%, ნამდვილად არა – 7%, სავარაუდოდ არა – 5%, არ ვიცი, არ მაქვს პასუხი – 10%.
კვლევისას რესპონდენტებს დაუსვეს კითხვა, ეთანხმებიან თუ არა ისინი ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას, არ მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. პასუხები ასე განაწილდა: კატეგორიული წინააღმდეგი ვარ – 35%, ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები – 14%, სრულად ვეთანხმები – 8%, ნაწილობრივ ვეთანხმები – 17%, არ ვიცი, არ მაქვს პასუხი – 26%.
კვლევა სამარკეტინგო - საკონსულტაციო კომპანია IPM-მა IRI-სა და USAID-ის დაფინანსებით ჩატაარა. სულ გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული საქართველოს 1 800 მოქალაქე; აქედან - 1000 საქართველოს რეგიონებში, ხოლო 800 - დედაქალქში.
„ინტერპრესნიუსი“