კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსყიდვა „ძონძებით“?!

1 აპრილი, 2010

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში პირადობის მოწმობის მონაცემების გაცემის სანაცვლოდ მეორად საქონელს არიგებენ. მოქალაქეები ამ ფაქტს წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებენ და ამბობენ, რომ მოსყიდვის ასეთი ფორმა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაინერგა.

მეორადი ტანსაცმლის დარიგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთიდან დაიწყო და სხვა სოფლებშიც გრძელდება.

ამჯერად „ძონძები“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბების - ნარუჯისა და ლაითურის მცხოვრებლებს გადასცეს. ეს ის ტერიტორიული ერთეულებია, სადაც ყველა დროში, ყველა მმართველი პარტია არჩევნებში ხმების თითქმის 100%-ს იღებდა. სავარაუდოდ, ამ „დამსახურებისთვის“ დაურიგეს მოახლოებული არჩევნების წინ აქ მცხოვრებთ მეორადი ტანსაცმელი. აღნიშნული დაბების მცხოვრებლები იმასაც ამბობენ, რომ ტვირთის გადაცემის დროს, კვების პროდუქტებით მომარაგებასაც შეპირდნენ.

როგორც დაბა ნარუჯის რწმუნებული ვლადიმერ ბერიძე ამბობს, ის არც იცნობს იმ ადამიანებს, ვინც ეს საქონელი შემოიტანა. თუმცა, ადასტურებს, რომ პირადობის მოწმობის წარდგენისა და ხელმოწერის შემდეგ ტვირთი 200-მა ოჯახმა მიიღო.

„ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არა აქვს. მე მოხარული ვიქნები, თუ მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას ისევ გადასცემენ, ამაში ცუდი არაფერია“, - გვითხრა დაბა ნარუჯის რწმუნებულმა.

როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იზა დარჩია ამბობს, ეს ტვირთი ოზურგეთში საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასმა“ გამოგზავნა.

- რატომ ითხოვენ პირადობის მოწმობებს მეორადი საქონლის გადაცემის დროს?

- ეს მცდარი ინფორმაციაა.

- ვერ დაგეთანხმებით, ამის შესახებ მოქალაქეები საუბრობენ.

- ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ვერ დაგიდასტურებთ.

- კარგი, მაშინ ის გვითხარით, რა პრიორიტეტით შეირჩა ეს სოფლები?

- ეს საქველმოქმედო ორგანიზაციის სურვილითა და გადაწყვეტილებით მოხდა.

- რატომ ჩაერთო ამ პროცესებში აქტიურად ადგილობრივი ხელისუფლება?

- ვინ გითხრათ, რომ ჩაერთო?

- მოქალაქეები ამბობენ.

- აბა, სადღაც ხომ უნდა მოეთავსებინათ?

- სადღაც მოთავსებაში რა იგულისხმება, ჩართულობა?

_ ამ საკითხის მოგვარებაში გამგეობას დახმარება საქველმოქმედო ორგანიზაციამ თხოვა. ადგილი მიუჩინეს ტვირთს. ეს იყო და ეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის რწმუნებულებიც ე.წ. ძონძების მოლოდინში არიან.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები