კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დოკუ უმაროვმა მოსკოვის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო

1 აპრილი, 2010

დაჯგუფება „ემირატ კავკაზას“ ლიდერმა, დოკუ უმაროვმა მოსკოვის 29 მარტის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო. უმაროვის მიმართვის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტით რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.

დოკუ უმაროვი მოსკოვის მეტროში მომხდარ ტერაქტებს სპეცოპერაციებს უწოდებს და აცხადებს, რომ ორივე სპეცოპერაცია მისი ბრძანებით განხორციელდა. იგი ასევე ამბობს, რომ ეს ტერაქტები ბოლო არ იქნება.

„ეს სპეცოპერაციები დაკავშირებულია იმ სპეცოპერაციასთან, რომელიც „ფე-ეს-ბეს“ ბანდიტურმა ფორმირებამ 2010 წლის 11 თებერვალს სოფლებში არშტისა და დატიხში ჩაატარა და მშვიდობიანი მოქალაქეები გაანადგურა. ისინი ყველაზე ღარიბი ადამიანები იყვნენ. ისინი უმოწყალოდ გაანადგურეს და ცხედრებს შეურაცხყოფას აყენებდნენ“, - აცხადებს დოკუ უმაროვი.

მისი თქმით, მას ეცინება იმ პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა თუ რიგით მოქალაქეებზე, ვინც მას ტერორიზმში დაადანაშაულებს. „არ მსმენია, რომ ვინმეს პუტინი ტერორიზმსა და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დაედანაშაულებინოს, რომლებიც მისი ბრძანებით 11 თებერვალს დახოცეს“, - განაცხადა დოკუ ომაროვმა.

იგი მიმართავს ყველა რუსს და ამბობს, რომ ისინი ტელევიზიითა და რადიოთი მშვიდად ადევნებენ თვალს მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ განხორციელებულ უკანონობაზე არ რეაგირებენ. 

„ამიტომ გარანტიას ვაძლევ ყველა რუსს, რომ ეს სპეცოპერაცია მათ ტერიტორიაზე გაგრძელდება. ომი თქვენს ქუჩებში გადმოინაცვლებს და ომს საკუთარ სიცოცხლესა და ტყავზე გამოსცდით“, - აცხადებს დოკუ ომაროვი. 

მოსკოვის  მეტროპოლიტენის სადგურებში  „ლუბიანკასა“ და „კულტურის პარკში“ აფეთქება 29 მარტს, ადგილობრივი დროით, 07:52 და 08:32 საათებში მოხდა. აფეთქებების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაიჭრა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები