კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსგან“ 10 არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა

6 აპრილი, 2010
თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობისთვის, 10 არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდ ღია საზოგადოება  - საქართველოსგან“  177 552 აშშ დოლარით დაფინანსდა. 

ორგანიზაციები დღეს ფონდის ოფისში შეიკრიბნენ, სადაც სამოქმედო გეგმები და პროექტები წარადგინეს.

პროექტები, ძირითადად, მოიცავს წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საარჩევნო დარღვევების პრევენციას; ამომრჩეველთა განათლებასა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას, პრობლემურ უბნებზე მონიტორინგს.

წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიმართულების მხრივ  კი, პროექტები გულისხმობს წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში განხორციელებას, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკური პარტიების წლიური შემოსავლების, პარტიებისთვის საარჩევნო სიების გადამოწმებისთვის გადაცემული თანხების ხარჯვისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის მიღებული და დახარჯული თანხების მონიტორინგს.

ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კომპონენტი მოიცავს თემატური დებატების ორგანიზებას არჩევნების თემაზე. გაიხსნება საარჩევნო ინფორმაციული ვებგვერდიც, რომელიც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მოამზადა და  მუდმივად მოქმედი საინფორმაციო პორტალი იქნება.

გარდა ამისა, არის პროექტებიც, რომლებიც არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს, კერძოდ კი გასაჩივრებასა და ხმების დათვლას გულისხმობს. პროექტები განხორციელდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, სამეგრელო - ზემო სვანეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში.
დაფინანსებულ ორგანიზაციებს შორის არიან: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო“, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“, ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციასთან არსებული ახალგაზრდული კლუბი „დეა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“.

ფონდს დაფინანსებასთან დაკავშირებით 33-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა; ათი ორგანიზაციიდან რვა – კონკურსის, ხოლო  2 - არაკონკურსის წესით, პროექტების ხარისხების მიხედვით შეირჩა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები