კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება დევნილებს არ დაურიგეს

6 აპრილი, 2010
ხელვაჩაურის რაიონში 2008 წლის კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის გათვალისწინებული ჰუმანიტარული დახმარება - მაკარონი ჩამოიტანეს და მანდარინში გადაცვალეს. სანაცვლოდ მიღებული მანდარინი კი თბილისში გასაყიდად წაიღეს. გაუგებარია, რატომ ვერ მივიდა ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება ადრესატამდე და როგორ აღმოჩნდა ის კერძო პირთა ხელში.

ადამიანებმა, რომლებმაც ხელვაჩაურში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს, ხუთ შეკვრა მაკარონში 5 ყუთი ე.წ. „სუპერმანდარინი“ (დაახლოებით 180 კგ) მოითხოვეს. სიძვირის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ მაკარონი „უბრალო“ როდია - ის ევროკავშირისაა.

ადგილობრივი მცხოვრებლები დიდად არ დაინტერესებულან, რატომ იცვლებოდა ჰუმანიტარული მაკარონი მანდარინზე.

დავით ქავთარაძე: „კარგი მანდარინი მოითხოვეს. თან ყუთში ერთ შეკვრას იძლეოდნენ მხოლოდ, კარგი მაკარონიაო. უცხოური რომ არის, შეფუთვით დავრწმუნდით. მანამდე მაგ ბიჭებს გორიდან ვაშლი ჰქონდათ ჩამოტანილი შესაცვლელად. მაშინაც შევცვალე და მაკარონიც ავიღე“.

მიკროავტობუსის მძროლთან გასაუბრება „ადამიანის უფლებათა ცენტრმაც“ მოახერხა. მძღოლმა კითხვებზე თავი აარიდა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ მძღოლია და არ ფლობს სხვა ინფორმაციას მაკარონის შესახებ.

ეჭვს, რომ მაკარონი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაზარალებული გორის მცხოვრებლებისათვის იყო გათვალისწინებული, ისიც ადასტურებს, რომ მაკარონზე მითითებული ვადების მიხედვით, გამოყენების ვადა 2010 წლის მარტსა და აპრილში იწურება.

მაკა მალაყმაძე, აჭარ

ახალი ამბები