კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებას ბოშები არც წინასაარჩევნოდ ახსენდება

7 აპრილი, 2010

ლენინოვკა აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთი სოფელია, სადაც ბოშები კომპაქტურად ცხოვრობენ. ლენინოვკაში ამჟამად ბოშათა 18 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი. დაახლოებით 100 ბოშადან ქართულად წერა-კითხვა არავინ იცის. სიღატაკის მიუხედავად, 14 ოჯახი სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამითაც ვერ სარგებლობს. ბოშებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არa აქვთ. ამ მიზეზით ისინი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდაც არ ახსენდება.

30 ბოშა ბავშვიდან, დედოფლისწყაროს სკოლაში, რომელიც სოფლიდან 10 კილომეტრით არის დაშორებული, მხოლოდ 10 დადის. დანარჩენი ბავშვები მთელ დღეს სახლში ატარებენ, უფროსებს ეხმარებიან ლითონის გადნობაში და თოხებისა და შამფურების დამზადებას სწავლობენ.

სოფელში არსებული ერთადერთი მაღაზია წლებია, დაკეტილია. ბოშები სურსათისa და სხვა ნივთების შესაძენად დედოფლისწყაროში ფეხით დადიან. პენსიას მხოლოდ ერთადერთი ბოშა - ვერა დენისენკო იღებს. 84 წლის მოხუცი წუხს, რომ „სახალხო ბანკის“ კურიერი პენსიას მას სრულად არ აძლევს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები