კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილი: „ალასანია პრეზიდენტი ვერ გახდება, მას შანსი არა აქვს!“

7 აპრილი, 2010

ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსულ გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მერაბიშვილი 30 მაისის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსებზე, საქართველოს რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაზე საუბრობს.  

მერაბიშვილის თქმით, იგი არ ფიქრობს, რომ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს, რადგან მმართველ ძალას მათზე გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვს.

„თბილისში ჩვენ 64 პროცენტი გვიჭერს მხარს. მსოფლიოში ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომლის დედაქალაქშიც მმართველ ძალას 64 პროცენტი უჭერდეს მხარს. ეს არა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ კარგები ვართ, არამედ იმიტომაც, რომ ოპოზიციამ აჩვენა, რასაც წარმოადგენს. ეს მაღალი რეიტინგები ჩვენთვის არც ისე კარგია, რადგან არჩევნებზე მისი დაბლა დაწევა მოგვიწევს (იცინის)... ვხუმრობ“, - აცხადებს მერაბიშვილი ინტერვიუში.

საქართველოს შს მინისტრი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ასეთი მაღალი რეიტინგი გატარებული რეფორმების შედეგია.

ჟურნალისტის კითხვაზე, საქართველო მომავალი პრეზიდენტი ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, მაგალითად ირაკლი ალასანია რომ გახდეს, რეფორმების კურსი შეიცვლება თუ არა,  მერაბიშვილი პასუხობს: „ალასანია პრეზიდენტი ვერ გახდება. მას შანსი არა აქვს. ალასანია შევარდნაძის რევანშისტია“.

მერაბიშვილი თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიციის გამარჯვების შანსებსაც აფასებს და აცხადებს, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი მერის რეიტინგი 64 პროცენტია, ირაკლი ალასანიასი – 9, თოფაძის - 6, ხოლო გაჩეჩილაძის  - 2,6.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები