კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილი ევროპის რჩევების გათვალისწინებას საჭიროდ არ მიიჩნევს

7 აპრილი, 2010

საქართველოს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს მიაჩნია, რომ ევროპის რჩევები საქართველომ არ უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, საქართველოს შს მინისტრი აცხადებს, რომ “დასავლეთის გონიერ ნაწილს” საქართველო უყვარს.

„ჩვენ, უბრალოდ, გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ და არავის ვუსმენთ. იყავით ჩვენს ბაზაზე კარალეთში? იქ ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დგას. ჩვენი სპეცრაზმისთვის ბრონირებული მანქანა „კობრები“ შევიძინეთ, თუმცა ევროპელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. მათ არ სურდათ, რუსების პროვოცირება მოგვეხდინა, თუმცა ჩვენ ევროპელებს არ დავუჯერეთ და ამ ზონაში მსხვერპლი აღარ გვაქვს“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

 შს მინისტრი ასკვნის, რომ ევროპლების დაჯერება თითქმის არასდროს არის მომგებიანი. 

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები