კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტალინის ძეგლის აფეთქებაში გივი თარგამაძე რუს სამხედროებს 50 000 დოლარს აძლევდა

7 აპრილი, 2010

2008 წლის აგვისტოში გივი თარგამაძემ რუს სამხედროებს 50 ათას დოლარად გორში სტალინის ძეგლის აფეთქება შესთავაზა, - ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრმა რუსულ გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუ გამოცემის ვებ-გვერდზე 7 აპრილს გამოქვეყნდა.

სტალინის ძეგლთან დაკავშირებით თარგამაძისა და რუსი სამხდეროების „შეუმდგარი გარიგება“ მერაბიშვილს იმის მაგალითად მოყავს, რომ რუსებსა და ქართველებს შორის მენტალური სხვაობაა. 

„ჩვენ თქვენგან განსხვავებული ფასეულობები გვაქვს. 2008 წლის აგვისტოში გივი თარგამაძემ რუს სამხედროებს 50 ათასი დოლარი შესთავაზა, რათა სტალინის ძეგლი აეფეთქებინათ.  მაშინ კონტაქტები არაოფიციალური იყო და ფულით რუსებისგან რაღაცეების გამოსყიდვა შეიძლებოდა. გადავწყვიტეთ, ფულის სანაცვლოდ სტალინის ძეგლისგან გავთავისუფლებულიყავით. მათ ხომ გორი დაბომბეს, სტალინს კი, ხელი არ ახლეს“, - აცხადებს მერაბიშვილი.  

საქართველოს შს მინისტრის ინფორმაციით, გივი თარგამაძის შეთავაზებამ რუსი ჯარისკაცები შეურაცხყო.

„ისინი მზად იყვნენ, ფული აეღოთ, თუმცა არა  - სტალინის ძეგლის აფეთქებაში“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები