კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

1200 რესპოდენტიდან მხოლოდ 37 ადამიანმა განაცხადა, რომ სოფლის დახმარების პროგრამაში ჩართულია

12 აპრილი, 2010

სოფლის  დახმარების პროგრამაში მოქალაქეთა ჩართულობის დონის დასადგენად კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვამ კახეთის 6 მუნიციპალიტეტის, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს 24 სოფელი მოიცვა.

გამოკითხვა კარდაკარის პრინციპით, 30,31 მარტს, 1,2,7,8 აპრილს ჩატარდა და 1200 რესპონდენტი გამოიკითხა. დასმული იყო ერთი შეკითხვა: მიიღეთ თუ არა მონაწილეობა იმ პრობლემების გამოკვეთაში, რომლის მოგვარებაც სოფლის დახმარების პროგრამით გსურთ?

გამოკითხულთაგან 37-მა რესპონდენტმა განაცხადა, რომ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში მოსაგვარებელი პრობლემების გამოკვეთაში მონაწილეობა მიიღო. დადებითი პასუხი მიღებულ იქნა მხოლოდ 3 მუნიციპალიტეტის 8 სოფელში; 1094-მა რესპონდენტმა განაცხადა, რომ მონაწილეობა არ მიუღია. ყველაზე დაბალი შედეგი ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა; 69 რესპონდენტმა კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. 

გამოკითხვა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტებმა და სტაჟიორებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის განვითარების პროექტის ფარგლებში ჩაატარეს. პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კახეთის რვა რაიონს სოფლის დახმარების პროგრამით 5 014 996 ლარი გამოეყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 31 სოფელს 830 257 ლარი ერგო; ყვარლის რაიონის 22 სოფელს 437 185 ლარი; ლაგოდეხის რაიონის 39 სოფელს 886 593 ლარი; საგარეჯოს რაიონის 43 სოფელს 744 653 ლარი; სიღნაღის რაიონის 23 სოფელს 521 640 ლარი; თელავის რაიონის 28 სოფელს 668 884 ლარი; ახმეტის რაიონის 38 სოფელს 568 508 ლარი; დედოფლისწყაროს რაიონის 16 სოფელს 357 277 ლარი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები