კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია ევროპის სასამართლოს გიორგი ანწუხელიძის წამების თაობაზე სარჩელით მიმართავს

13 აპრილი, 2010
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი გააგზავნა, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

აღნიშნული სარჩელი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსი და ოსი სამხედრო პირების მიერ ქართველი სამხედროს, გიორგი ანწუხელიძის წამებასა და შემდგომში მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტს შეეხება.

გიორგი ანწუხელიძე ვაზიანის მე-4 ბრიგადის 41-ე ბატალიონში მსახურობდა. 2008 წლის 9 აგვისტოს ქ. ცხინვალში შეტაკებების შემდეგ გიორგი ანწუხელიძე თითქმის 5 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. 2008 წლის 12 დეკემბრის ბიოლოგიურ-გენეტიკურმა (დნმ) ექსპერტიზამ გიორგი ანწუხელიძის გვამის იდენტიფიცირება მოახდინა. გიორგი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

2009 წლის იანვრის თვეში ინტერნეტით გავრცელდა ორი სხვადასხვა ვიდეორგოლი, რომელშიც ნათლად ჩანს, როგორ სცემენ და აწამებენ ოსი და რუსი სამხედროები ქართველ სამხედრო ტყვეს. აღნიშნულ პირში ანწუხელიძის ოჯახის წევრებმა გიორგი ამოიცნეს.

სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საქმეში განმცხადებლებს გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი წარმოადგენენ. მათი სახელით საია ასაჩივრებს ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას.

ამასთან, საია ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ კონვენციის ზემოხსენებული მუხლების დარღვევა გიორგი ანწუხელიძისა და განმცხადებლების მიმართ განპირობებული იყო მათი ეთნიკური წარმოშობითა და საქართველოს მოქალაქეობით, რაც არღვევს კონვენციის მე-14 მუხლის (დისკრიმინაციის აკრძალვა) მოთხოვნებს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები