კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქობულეთის გამგებელმა კომენტარზე თავის ასარიდებლად შვებულებაში ყოფნა მოიმიზეზა

13 აპრილი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აჭარის ფილიალმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვასილ თავართქილაძეს რამდენჯერმე სთხოვა კომენტარი სტიქიით დაზარალებული ერთ-ერთი ოჯახის თაობაზე. თავართქილაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოადგილესთან, ასლან ყურშუბაძესთან გადაგვამისამართა, რადგან, როგორც გვითხრა, თვითონ 12 აპრილიდან შვებულებაში იმყოფება.

თავდაპირველად, გამგებლის შვებულებაში ყოფნის თაობაზე არაფერი იცოდა გამგეობის პრეს-ცენტრის უფროსმა, ნათია ზოიძემ.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, სულხან ტაკიძეს, სამუშაო დღის ბოლოს, 17:40 წუთზე დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, საკრებულოს თავმჯდომარესთან იმ დროისთვისაც კი გამგებლის განცხადება შვებულების მოთხოვნით არათუ დაკმაყოფილებული, არამედ შესულიც კი არ ყოფილა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის კანცელარიაშიც იგივე დაგვიდასტურეს, რომ განცხადება მათთან შესული არ არის.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ვასილ თავართქილაძესაც დაუკავშირდა. მან სატელეფონო საუბარში მხოლოდ ის გვითხრა, რომ განცხადება გუშინ, 12 აპრილს დაწერა და ტელეფონი გაგვითიშა.

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ახალი ამბები