კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მერაბიშვილმა და უგულავამ სამომავლო გეგმებზე ტაილანდურ რესტორანში ისაუბრეს

14 აპრილი, 2010
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ რამდენიმე დღის წინ სამომავლო გეგმების შესახებ ტაილანდურ რესტორანში ისაუბრეს. თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ტაილანდურ რესტორანში სააკაშვილის გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ფიგურების საქმიან სადილს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სააკაშვილის „მთავარი კასირი“ დავით კეზერაშვილი, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც ესწრებოდნენ.

შეხვედრა იმ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ შედგა, რომელიც „სააკაშვილის ხელისუფლების ხერხემალმა“ მერაბიშვილმა რუსულ გამოცემას მისცა.

უცნობია, რა იყო მერაბიშვილ-უგულავა-კეზერაშვილის საუბრის მთავარი თემა, თუმცა ცხადია, რომ საუბარი ინტერვიუში აღნიშნულ საკითხებს აუცილებლად შეეხებოდა. თვითმხილველების თქმით, აღნიშნულ რესტორანში ასეთი „ელიტარულ-საქმიანი“ შეხვედრები საკმაოდ ხშირად იმართება.

საინფორმაციო სააგენტო „პირველი“

ახალი ამბები