კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურიაში გზების დაგების წინასაარჩევნო ბუმი დაიწყო

19 აპრილი, 2010

16 აპრილს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა გურიის გუბერნატორთან და „გზამშენი-18“-ის ხელმძღვანელთან ერთად ოზურგეთი-ბჟუჟჰესი-შემოქმედის გზა დაათვალიერა. 

ნიკოლაიშვილმა 17-კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებას სულ რაღაც 5 წუთი მოანდომა და შემდეგ პრესისთვის მოიცალა.

„მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა არის. ამ გზის რეაბილიტაციას დიდი ხანია ვაპირებდით და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის გზა, რომელიც გომამდე მიგვიყვანს. ამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდი ნაწილი მაისში დასრულდება“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა აღნიშნა, რომ გურიაში მასშტაბური გზების მშენებლობა მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანია, რომ გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ასმეტი ადგილობრივი მუშაა დასაქმებული და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ სოფლის ბოლოდან კურორტ გომის მთა იწყება, უგზოობის გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნებოდა კურორტზე ასვლის პერიოდში“, - თქვა ჩიტაიშვილმა.

„გზამშენი 18“-ის ხელმძღვანელი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას სოფელ შემოქმედში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იქნება, ამბობს, რომ „გურიაში გზების დაგების ბუმია“.

შორენა ღლონტი

ახალი ამბები