კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯა - სასამართლოს რესურსების არაეფექტური ხარჯვა

19 აპრილი, 2010

ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯა სასამართლო სისტემის ისედაც შეზღუდული რესურსების არაეფექტურ ხარჯვას წარმოადგენს - ასეთია კვლევის „რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება“ შედეგები, რომლის პრეზენტაციაც ხვალ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება.

საქართველოში ნარკოპოლიტიკის სფეროში ეს პირველი ნოვატორული კვლევაა, რომელიც „ალტერნატივა ჯორჯიას“, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ და „კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრის“ ერთობლივმა ჯგუფმა ჩაატარა.

კვლევის ორგანიზატრების განცხადებით, 2006 წლიდან პოლიცია ყოველწლიურად ქუჩაში 50 ათასამდე ადამიანს აკავებს და ნარკოტიკების  მოხმარებაზე ამოწმებს. ამ მიდგომით მიიჩნევენ, რომ  მკაცრი სადამსჯელო ზომები  უბიძგებს ნარკოტიკის მომხმარებელს, შეწყვიტოს ნარკოტიკის მოხმარება და  იცავს მომავალ თაობას აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასინჯვისგან.

შედეგების თანახმად, 2008 წელს ნარკოტიკების მოხმარებაზე ჩატარებული 43 029 ტესტირებიდან 19 302 (45%) იყო დადებითი. აქედან 1 605 პირს მიესაჯა თავისუფლების  აღკვეთა ნარკოტიკის განმეორებითი მოხმარების ბრალდებით. ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო დაკისრებული ჯარიმის სახით 18 076 245 ლარია ამოღებული. ნარკოტესტირების საშუალო ეპიზოდზე მინიმუმ 8.43 პოლიციელი/სთ დაიხარჯა. ნარკოტიკების მოხმარებაზე ტესტირებისა და შემდგომი სამართლებრივი პროცედურებისა და ზომების წლიურმა ხარჯმა 2008 წელს დაახლოებით 18 მლნ ლარი შეადგინა. 84.5% შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ჯარიმები გადახდილ იქნა არა დაჯარიმებული პირის კანონიერი შემოსავლებიდან, არამედ სხვა წყაროებიდან (ოჯახი, მეგობრები, სესხები, კრიმინალური საქმიანობა). 491 შემოწმებული პირიდან, მხოლოდ 36-მა (11%) შეწყვიტა ნარკოტიკების მოხმარება ნარკოლოგიური შემოწმებისა და დასჯის შემდეგ. მაგრამ მათი უმრავლესობა (53%) 3 თვის განმავლობაში კვლავ დაუბრუნდა ნარკოტიკებს. ხოლო ყოველი მათგანი ნარკოტიკების მოხმარებას დაუბრუნდა ტესტირებიდან/დასჯიდან 11 თვის შემდეგ. 

კვლევის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კვლევის მიხედვით ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება საქართველოში ახდენს უმნიშვნელო (ან არავითარ) გავლენას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქცევაზე და წარმოადგენს ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის ისედაც შეზღუდული რესურსების არაეფექტურ ხარჯვას. სადამსჯელო ზომების შედეგად, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, არ მოხდა ნარკოტიკების მოხმარების შემცირება. ამ ზომებმა შედეგად გამოიღო 1 605 პირის კრიმინალიზაცია, რაც, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, იწვევს ნარკოტიკების მომხმარებლების ჩათრევას არა მხოლოდ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებში, არამედ კრიმინალურ ქმედებებში, რომლებიც საზოგადოებისთვის გაცილებით მეტ საშიშროებას წარმოადგენს.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები