კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"იმედის" კორესპონდენტი „რუსთავის წყალის“ პრესცენტრის ხელმძღვანელობას ითავსებს

20 აპრილი, 2010
„მოძრაობა - სამართლიანი საქართველოსთვის“ რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა, ნუკრი შათირიშვილმა ქალაქში არსებულ წინასაარჩევნო პრობლემებზე პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, მთავრობის მხრიდან ხელის შეშლის   მიუხედავად პროგრამა „კარდაკარ“ გრძელდება.

„ოფიციალური მონაცემებით, რუსთავში ამომრჩეველთა რიცხვი 107 ათასამდეა. აქედან 30-35% არარსებულია. ასე რომ, ამომრჩეველთა ციფრი ხელოვნურადაა გაზრდილი“, - საუბრობს ნოღაიდელის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელი.

შათირიშვილიოს აზრით, დღეს რუსთავს მთელი რიგი პრობლემები აქვს. განსაკუთრებული პრობლემაა უმუშევრობა და სავაჭრო ობიექტების დატერორება, რაც მათი მუდმივი დაჯარიმებით გამოიხატება.

„ბევრი ოჯახისთვის რუსთავი დაემსგავსა ღამის გასათევ ადგილს. 23 000 ქალაქის მკვიდრი ყოველდღე სამუშაოდ თბილისში მიდის. არსებობს სხვა პრობლემებიც. მაგალითად - საწარმო „რუსთავის წყალი“ ძარცვავას და ფინანსურად ატერორებს მოსახლეობას“, - განაცხადა შათირიშვილმა.

ამ განცხადებას პრესკონფერენციაზე ქვემო ქართლის რეგიონში რადიო „იმედის“ ჟურნალისტის, ლია ანთაურის კომენტარი მოყვა: ,,ეს ცრუ ინფორმაცია და გირჩევთ, ამოიღოთ პრეს-რელიზიდან. „რუსთავის წყლის“ მუშაობით მოქალაქეები არ არიან უკმაყოფილოები!“

ჟურნალისტი ლია ანთაური პარალელურად „რუსთავის წყალის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელია. ამიტომ მისი უკმაყოფილება პრესკონფერენციაზე არავის გაკვირვებია.

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები