კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ჯიგრული“ დაპირებები „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით

20 აპრილი, 2010
ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის საინფორმაციო დაფაზე იმ  შენობების ჩამონათვალი გამოქვეყნდა, სადაც ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, წინასაარჩევნო შეხვედრები ჩატარდება. ამათგან ერთ-ერთი კინოთეატრ „ოზურგეთის“ შენობაა, რომლის ხელმძღვანელი ლევან მგელაძე ამბობს, რომ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.

„დარბაზი ცუდ მდგომარეობაშია და მოუწესრიგებელია. იატაკი აყრილია და ჭერი ავარიულია. თან ჩვენ უფლებამოსილება იურიდიულად შეწყვეტილი გვაქვს, შენობა კი გაყიდვის რეჟიმშია. აქედან გამომდინარე, არანაირი უფლება არა გვაქვს, დარბაზი გავაქირაოთ“, - გვითხრა მგელაძემ.

როგორც ირკვევა, კინოთეატრ „ოზურგეთის“ დარბაზი მხოლოდ საზოგადოებისთვის არის „დანგრეული“. საქართველოს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის, გურიის გუბერნატორისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისთვის კი წინასაარჩევნოდ სრულ მზადყოფნაშია.

16 აპრილს სწორედ აღნიშნულ კინოთეატრში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან დახურული წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ახალგაზრდა ნაციონალებს თან ახლდა საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი. ქვეყნის მთავარი მეგზევე უხვად არიგებდა დაპირებებს და ამბობდა, რომ გზები ყველა სოფელში დაიგება.

ნიკოლაიშვილმა და გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა ახალგაზრდებს პროექტების დაფინანსებასა და საინიციატივო ჯგუფების შექმნაზე ესაუბრეს.

„თუ გააქტიურდებით და წარმოადგენთ ახალ პროექტებს, კარგად შემუშავებულ გეგმას და იდეას პრიორიტეტებად დაყოფილს, შექმნით საინიციატივო ჯგუფებს, ჩვენ აბსოლუტურ მხარდაჭერას გპირდებით. მოგვაწოდეთ ჩამოყალიბებული იდეა და ჩვენ უკან არაფერზე დავიხევთ. ნუ იქნებით ინერტულები, იაქტიურეთ“, - მოუწოდა გურიის გუბერნატორმა კინოთეატრში შეკრებილ ორასამდე ახალგაზრდას.

„გურულები უფრო მეტად მოტივირებულები ვართ, განსაკუთრებით - ახალგაზრდები და ამით შეგვიძლია, მთელ საქართველოს დავანახოთ, რომ მეტის კეთება შეგვიძლია. ჯიგრულად გეუბნებით, რომ ეს მარტო წინასაარჩევნო კამპანია არ არის. არჩევნების შემდეგაც გავაგრძელებთ საინიციატივო ჯგუფებთან გრძელვადიან ურთიერთობას მუდმივი დიალოგის რეჟიმში“, - უთხრა საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაციონალების ახალგაზრდა აქტივისტებს. 

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები