კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„საქართველოს პრესის ასოციაცია“ პარლამენტს საკანონმდებოლო ინიციატივით მიმართავს

23 აპრილი, 2010
„საქართველოს პრესის ასოციაციის“ წევრები ბეჭდური მედიის თავისუფალი და გამჭირვალე გავრცელების უზრუნველსაყოფად მომავალ კვირაში პარლამენტს საკანონმდებოლო ინიციატივით მიმართავენ. როგორც 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ასოციაციის დირექტორმა, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განაცხადა, მომზადებულია ერთი ძირითადი და სამი მასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

„დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის პრესის გავრცელება. პრობლემები ზოგ შემთხვევაში დაკავშირებული იყო კანონებთან, ზოგ შემთხვევაში - გარკვეულ პოლიტიკური ვითარებასთან. უნიშვნელოვანესია პრესის დისტრიბუციის მოწესრიგება. ჩვენს მიერ  მომზადებული კანონპროექტი გვინდა შევიტანოთ პარლამენტში, რათა წერტილი დაესვას გაუთავებელ ეჭვებსა და  პრობლემებს, რომლებიც ექმნება სიტყვის თავისუფლებას, პრესას და ამ სფეროში დასაქმებულ პირებს, მათ შორის  - სოციალურად დაუცველ უამრავ ადამიანს, რომელიც თავს ირჩენს პრესის გავრცელებით“, - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.

მისივე თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს აღნიშნული პრობლემების სამართლებრივ მოგვარებას.

„დღეს სრული ქაოსია პრესის გავრცელების ნებართვებთან დაკავშირებითაც. თუ ვიღაც მოგწონს, შეგიძლია, ხელი შეუწყო, ასევე  შეგიძლია, ხელი შეუშალო იმას, ვინც არ მოგწონს. უნდა დაიხუროს მოსაკრებლების თემაც, როგორც ეს ცივილურ დასავლეთშია, სადაც პრესა ითვლება განსაკუთრებული ხასიათის პროდუქტად და, შესაბამისად, ვაჭრობას ხელს უწყობენ“, - განმარტა  ტუღუშმა.

კანონპროქტის პირველ მუხლში ნათქვამია, რომ კანონის მიზანია ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა, ფიზიკური და იურიდიული პირების დაცვა, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის მიუხედავად, ბეჭდვითი პროდუქციის თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო შეზღუდვისგან.

ტუღუშის ინფორმაციით, ბეჭდური მედიის თავისუფალი გავრცელება განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დადგა 2009 წელს, მას შემდეგ, რაც ყოველგვარი ტენდერში გამარჯვების გარეშე ბაზარზე კომპანია „ვაითდისტრიბუშენი“ გამოჩნდა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები