კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„700 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ 300 დავრჩით“

29 აპრილი, 2010
რუსთავში წინასაარჩევნო ვიზიტით ჩამოსულ ქრისტიან-დემოკრატების ლიდერებს ადგილობრივი ამომრჩეველი ტრადიციული პრობლემებით და ჩივილით შეხვდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რუსთავის ათი მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინა. 

ოპოზიციონერმა სტუმრებმა მოქალაქეებისგან რუსთავში არსებული უამრავი პრობლემის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამომრჩეველთან საათნახევრიან შეხვედრაზე განსაკუთრებით მეტალურგიის ტრავმირებული პენსიონერები აქტიურობდნენ.

„ჩვენ 5 წელია, ვითხოვთ კუთვნილ პენსიებს. მეტალურგიულ ქარხანას ჰქონდა ამ ვალის გასტუმრების ვალდებულება, მაგრამ დღემდე არაფერი მიგვიღია. სულ 700 ადამიანი ვიყავით. აქედან ახლა  300 ვართ დარჩენილი. დანარჩენები ასაკისა და ავადმყოფობის გამო ცოცხლები აღარ არიან. თუ თქვენი პარტიის წარმომადგენლები ამ საქმეში დაგვეხმარებიან, ჩვენ მათ ხმას მივცემთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა ტრავმირებულმა პენსიონერმა ვაჟა სამხარაძემ. 

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ახალი ამბები