კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობის პროტესტი ტრაილერების წინააღმდეგ

29 აპრილი, 2010
ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლები ამ ქუჩაზე სატვირთო ტრაილერების მოძრაობას აპროტესტებენ. მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად საავტომობილო გზა უკვე რამდენჯერმე გადაკეტეს. ბოლოს საპროტესტო აქცია 27 აპრილს გამართეს.

„იყო შემთხვევა, როცა ტრაილერი სათამაშო მოედანზეც შევარდა. კიდევ კარგი,  ბავშვები არ თამაშობდნენ იმ მომენტში. თანაც, ამხელა ტრაილერების მძღოლები მოძრაობის წესებს არღვევენ და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ. ამის გამო არაერთი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. მათი გადაადგილების ვიბრაციისგან საცხოვრებელი სახლების კედლებიც დაიბზარა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოსახლეობა ითხოვს, რომ სატვირთო ავტომანქანებმა სხვა ქუჩით იმოძრაონ. ამასთან დაკავშირებით, მათ რამდენჯერმე მიმართეს ბათუმის მერიას, მაგრამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

27 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე კი მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მოქალაქეებს დაპირდნენ, რომ პრობლემის შესახებ შესაბამის სამსახურებს აცნობებენ და მის მოგვარებაში დაეხმარებიან.

იქვე იმყოფებოდა ბათუმის მერიის კეთლმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე, თენგიზ პეტრიძეც, რომელმაც დაადასტურა, რომ ტრაილერები მოძრაობის წესებს მართაც არღვევენ და ამკრძალავ საგზაო ნიშნებს არ ითვალისწინებენ.

მაკა მალაყმაძე, ბათუმი

ახალი ამბები