კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოზურგეთელმა „ნაციონალმა“ ფრაქციის თავმჯდომარეობა და პარტიაც დატოვა

4 მაისი, 2010
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქართველოს განახლებისა და აღმშენებლობის სიის“ თავმჯდომარემ  გელა ბურჯანაძემ 27 აპრილს პარტიის რიგები და ფრაქციის თავმჯდომარეობა დატოვა.

ბურჯანაძის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის მიერ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სია გახდა.

„პირადად არ მაქვს სურვილი, ვიყო ამ პარტიის წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე. საინტერესოა, რა კრიტერიუმებით ისარგებლეს პარტიის დღევანდელმა ადგილობრივმა ბოსებმა, რატომ არ დაუფასეს ამაგი ოზურგეთში ამ პარტიის დამფუძნებელ „ნაციონალებს“? არ იკადრეს ჩვენთან შეთანხმება და გაასაიდუმლოეს პროპორციული სიები, ისევე როგორც მაჟორიტარული. ამ სიაში შეყვანილი ხალხი ჩვენი მოწინააღმდეგეები იყვნენ. მე არ ვეთანხმები ამ სიას, თუნდაც გამგეობაში და თუნდაც საკრებულოში. ერთი კარლო გუჯაბიძე აკლიათ, თორემ ძველი მოქკავშირია“, - აცხადებს გელა ბურჯანაძე.

მისივე თქმით, გადადგომის შესახებ განცხადება „მხოლოდ  სიაში ყოფნის აუცილებლობით“ არ გაუკეთებია.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები