კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსასამართლო გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ერთ თვეში გამოაცხადებს

4 მაისი, 2010
ევროსასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვასთან დაკავშირებით 3 მაისს ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. როგორც გირგვლიანის ოჯახის ადვოკატები ვარაუდობენ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ თვეში გამოცხადდება.

მათივე განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ ძირითადი მტკიცებულებები – ვიდეოთვალით გადაღებული მასალა და სატელეფონო საუბრების ამონაწერები ევროსასამართლოსაც კი არასრულყოფილად წარუდგინა.

„მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეს, ოქროყანაში ოლეგ  მელნიკოვი დათა ახალაიას მანქანით მივიდა, ეს მომენტი ადასტურებს სუფრაზე მყოფების კავშირს მსჯავრდებულებთან, რომლებიც მკვლელობის ბრალდებით გაასამართლეს“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

ადვოკატების თქმით, სწორედ ეს მონაკვეთია ერთსაათიანი ფირიდან ამოჭრილი და ამას ადასტურებს კადრებზე არსებული საათობრივი ქრონომეტრაჟი.

შავგულიძის განცხადებით, ევროსასამართლოს, ასევე, არ წარუდგინეს „შარდენ-ბარში“ მყოფებისა და ოქროყანაში ასული შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების სატელეფონო ამონაწერი დანაშაულის ღამეს, რომელიც დაადასტურებდა მათ ერთმანეთთან კავშირს.

ადვოკატები ევროკონვენციის  ოთხი მუხლის -  სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, დაცვის ეფექტური ზომების გამოყენების არქონის ცნობას ითხოვენ.

სასამართლო სხდომა სტრასბურგში  27 აპრილს გაიმართა.

„ინტერპრესნიუსი“

ახალი ამბები